Tuesday, June 21, 2011

რუსეთი (რუს. Россия), ოფიციალური სახელია რუსეთის ფედერაცია[1][2] (რუს. Российская Федерация). რუსეთი არის ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება : ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.
რუსეთს ტერიტორიის ფართობის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია, მისი ფართობი შეადგენს 17,075,400 კმ²-ს. რაც შეეხება მოსახლეობას რუსეთს მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია, მისი მოსახლეობა შეადგენს 142 მილიონ ადამიანს[3]. რუსეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს, ხოლო ტერიტორიის 40% ევროპულია, ქვეყანა მოქცეულია 11 დროის სარტყელში. რუსეთი მსოფლიოში გამოირჩევა, თავისი მინერალური და ენერგეტიკული რესურსების სიუხვით.

რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.
ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარატრუპერები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად
.
აზერბაიჯანი, ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება რუსეთი ჩრდილოეთით, საქართველო ჩრდილო-აღმოსავლეთით, სომხეთი დასავლეთით, ირანი – სამხრეთით.
აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის ანკლავი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელსაც ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ირანი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთი. ოფიციალურად, ქვეყნის შემადგელობაში შედის მთიანი ყარაბაღის რეგიონიც, თუმცა 1990-იანი წლების ყარაბაღის ომის შემდეგ მასზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება, ხოლო რეგიონს დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული.
აზერბაიჯანი უნიტარული სახელმწიფოა. მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს 158 ქვეყანასთან, გაწევრებულია 38 საერთაშორისო ორგანიზაციაში.[3] ის არის სუამი-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. 1993 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის („დსთ“) წევრი.

საქართველო-სომხეთი

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.
სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.

საქართველო და თურკეთი

თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti), ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი (ნახიჩევანი), ირანი, ერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. ანატოლიას თრაკესგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები (ბოსფორი და დარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.
ორ ქვეყანას აკავშირებს დინამიური თანამშრომლობა, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სახე მიიღო:

· რეგულარული ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგი;

· თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

· თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში – აღსანიშნავია თურქეთის დახმარება სამხედრო კადრების მომზადებისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის საკითხებში. მოქმედებს საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გრანტის გადმოცემის პროგრამა. მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე

http://www.turmeg.com/icerik.asp?is=170q1741q10q1hdq10q10q10q1GE