სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.
სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.
No comments:
Post a Comment